პოლიტიკა
„გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა – ზურაბ ჯაფარიძე
ჩათვალეთ, რომ „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძემ "გირჩის" დაშლას. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, „ბევრი გირჩი“ იქნება.

„2008-ში ოპოზიცია რომ დაიშალა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო. ჩათვალეთ, რომ "გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი "გირჩი" იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც მან განაცხადა, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ დაწერა.
Print