პოლიტიკა
"პარლამენტის არა, კომკავშირის პირველი სხდომაა დღეს" – არსენ კარაპეტიანი
დღეს პარლამენტის სხდომა კი არ იმართება, ეს არის აბსურდის თეატრი – ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი არსენ კარაპეტიანი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. მისი აზრით, ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება

“ვითომ და ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს პოლიცია იცავს ხალხისგან, ამაზე მეტი აბსურდი რაღაა, საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ერთპარტიული პარლამენტია. მალე მივალთ ძალიან დიდ აბსურდამდე და ვფიქრობ ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. ძალიან მალე საქართველოს სხვა ცვლილებები ელოდება. ამ ცვლილებების შედეგად მივიღებთ ისეთ პარლამენტს, რომელიც ასახავს ხალხის განწყობებს”
- აცხადებს ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი.

არსენ კარაპეტიანის აზრით, "ქართული ოცნება" იძულებული გახდება, რომ დათმობებზე წავიდეს და ხელახალი ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
,
"დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მეგობრობის თვალში სამარცხვინო პარლამენტი გვაქვს. იმედია, რომ "ქართულ ოცნებას" ეყოლება ვინმე გონიერი, ვინც ეტყვის თავის ბელადს, რომ ასე არ შეიძლება და უნდა დაუთმოთ. თორემ ეს პარლამენტის სხდომა არ არის, კომკავშირის პირველი სხდომაა" – აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 11 დეკემბრს გაიხსნა. სხდომაზე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი. ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

Print