პოლიტიკა
დღევანდელი სხდომა ბიძინა ივანიშვილის სურვილის საბოლოო გაფორმებაა – გიორგი ჩიტაური
დღევანდელი შეკრებით კიდევ ერთხელ აჩვენეს იქ მყოფნი ადამიანების ფორმალური სახე – ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი ჩიტაური მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.

ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება, გარდა იმისა რომ ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარსდება, მათი დღევანდელი შეკრება ერთ-ერთი ილუსტრაცია იყო მათი მავნებური საქციელის. ქვეყანაში ძალადობრივი მეთოდებით მყარდება დიქტატურა. ეს იყო ძალადობივი მეთოდები ხელისუფლების მხრიდან.

დღევანდელი დღე იყო დანაშაულებრივი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელშიც მონაწილეობდნენ დეპუტატები თამარ ჟვანიასთან ერთად. ამ ყველაფერზე მალე მოეთხოვებათ პასუხი. როდესაც სამართლიანი აჩევნები ჩატარდება მაშინ აუცილებლად აგებინებენ პასუხს ყველას მათ ვინც დღეს პარლამენტში შეიკრიბა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს ასეთი დიქტატურა საქართველოში.
- ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი.

გიორგი ჩიტაურის აზრით, საქართველო მალე ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება.

მთელი ამ 8 წლის განმავლობაში ყოველთვის ხდებოდა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დისკრიმინაცია, შესაბამისად ეს ყველაფერი მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ საბოლოო გაფორმებას ბიძინა ივანიშვილის სურვილისა“- აცხადებს გიორგი ჩიტაური.

შეგახსნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა დღეს, 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომაზე, მხოლოდ „ ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი. ოპიზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.



Print