პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოში წლის ბოლო, რიგგარეშე სხდომა გაიმართა
დეპუტატებმა სხდომაზე წარმოდგენილ ექვსივე საკითხს მხარი დაუჭირეს.

წინა სხდომაზე, მომავალი წლის ბიუჯეტთან ერთად, სოციალური პაკეტის გაცემის წესიც დამტკიცდა, თუმცა გელა ნოზაძის განმარტებით, თარიღებში ტექნიკური შეცდომა იყო დაფიქსირებული, ამიტომ ეს საკითხი ხელახლა განიხილეს. გარდა ამისა, ოთხი თვის განმავლობაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დასუფთავების მოსაკრებლისაგან გაიათავისუფლეს.

აღნიშნული სუბსიდია ნოემბერის, დეკემბერის, იანვარისა და თებერვალის თვეებს მოიცავს. ამის გარდა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა შპს კეთილმოწყობის გაუქმებას მხარი დაუჭირეს. მის სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამუშაოებს, ახალი აიპი განახორციელებს, რომელიც მუშაობას პირველი თებერვლიდან დაიწყებს.

Print