პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორებმა აქცია საქართველოს ჰიმნით გახსნეს.

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - ნიკა მელია გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა. მათივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ისინი ოპოზიციის სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.

მიმდინარე აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

შეგახსენებთ, რომ სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
Print