პოლიტიკა
,,დღეს ჩემი დაბადების დღეა" - ანტონ ობოლაშვილი
სამცხის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატმა 23 თებერვალს დაბადების დღე წყნეთის კერძო საკუთრებაში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა. კომენდანტის საათის დროს ანტონ ობოლაშვილთან მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. ტელეკომპანია მთავარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვეულება პირველად კახი კალაძემ მეუღლესთან ერთად დატოვა.

ანტონ ობოლაშვილმა კი ჟურნალისტს კითხვაზე ასე უპასუხა: ,,საქართველოს აქვს დასავლეთის ორიენტირი, ეს გაცხადებულია ღიად. რაც შეეხება სტუმრებს - დღეს ჩემი დაბადების დღეა, იქნებ მოგელოცათ ჯერ".

მეცხრე არხის ზარებს ანტონ ობოლაშვილმა არ უპასუხა. ოფიციალური ინფორმაციით, სამცხის დეპუტატის დაბადების თარიღად 1974 წლის 1-ლი მარტია მითითებული.

მე-10 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან" ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრია. ასევე არის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტისა და საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრი.

Print