პოლიტიკა
საბიუჯეტო სახსრებში არსებული ხარვეზები ახალციხის მერიაში
აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საბიუჯეტო სახსრებში არსებული ხარვეზები აღმოაჩინა რომლის მიხედვითაც ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშები არ მოიცავს იმ ინფორმაციებსა და განმარტებით ბარათებს, რაც გათვალისწინებულია საბიუჯეტო კოდექსით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების მიერ დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სამსახურს არ შეუფასებია შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების
კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.

2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა 10 აუდიტორული შემოწმება. 82 წარმოდგენილი მონაცემებით,

სამსახურს არ განუხორციელებია მერიის სტრუქტურული ერთეულების შემოწმება, მათი წინასწარი შესწავლისა და რისკის შეფასების სათანადო პროცედურები. აღნიშნული პროცედურების განხორციელების მიზანი იყო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ძირითადი რისკების, არსებული დარღვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის კონკრეტული დარღვევა-ნაკლოვანება, რომლის გამოსწორების მიზნით გაცემულია რეკომენდაციები, თუმცა აღნიშნული რეკომენდაციები არის ზოგადი ხასიათის და არ მიუთითებს სისტემაში არსებულ ხარვეზებზე. სამსახურის მიერ არ გამოვლენილა სისტემური დარღვევა-ნაკლოვანებები და არ შემუშავებულა ამ ხარვეზების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები.

შესაბამისად, გაცემული რეკომენდაციები ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის წინაშე არსებული რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის შედეგად, ვერ გამოვლინდა კონტროლის მექანიზმების ის სისუსტეები და ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად. კერძოდ, მიმდინარე აუდიტის პერიოდში გამოვლინდა შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებები და რისკის შემცველი გარემოებები, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლში არსებული ხარვეზები, ა(ა)იპ-ების დაფინანსებაში არსებული ხარვეზები, საბიუჯეტო ხარვეზები, ქონების განკარგვაში არსებული ნაკლოვანებები და სხვ.

აუდიტის სამსახურმა ახალციხის მერიას რეკომენდაცია მისცა, რომლის მიხედვითაც მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელო მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

Print