პოლიტიკა
ოპოზიცია რეგიონებში გასვლას იწყებს
,,ლელოს" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტებმა 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შეხვედრას თითქმის ყველა პარტიის ლიდერი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ დაანონსდა, რომ 15 მაისის აქციისთვის ინტერპარტიული შტაბი შეიქმნება.

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ დედაქალაქსა და რეგიონებში. მათივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით უცვლელია.

ოპოზიციამ 15 მაისს მასშტაბური აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც მათი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ" კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაშალა.
Print