პოლიტიკა
მერობის კანდიდატებს ივლისში დავასახელებთ - ქართული ოცნება
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით ივლისში იგეგმება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაასახელონ მერობის კანდიდატები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი. პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატების დასახელებას აქვს თავისი სამართლებრივი ვადები.

,,ივლისში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ საჯაროდ დასახელება. ყველა კანდიდატი, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ისეთი, რომელიც გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში", - თქვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მათ შორის თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "უნდა დაველოდოთ ივლისს".

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.


Print