პოლიტიკა
ასპინძის საკრებულომ ძაღლის და კატის ყოლის წესი განსაზღვრა
11 ივნისს, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხები განიხილეს;

1. „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლი,კატა) ყოლის წესი“ს შესახებ;
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021 წელს დამატებით განსახორციელებელი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე;
3. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ა.(ა).ი.პ “ასპინძის კეთილმოწყობისათვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
4. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ასპინძის კეთილმოწყობისათვის” გადაცემაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
5. „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №9 12 განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.

დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ანა ტივაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია:

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 09 ივნისის N1351/11 წერილი პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
Print