პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევი პირები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ - გამჭვირვალობა
სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მორიგ კვლევას აქვეყნებს. 

ნოდარ ბალახაშვილი

ნოდარ ბალახაშვილს, 2014-2018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი ამავე საკითხებში მერის, ზაზა მელიქიძის მრჩეველი იყო. თვითმმართველობაში თანამდებობის დაკავებამდე, ნოდარ ბალახაშვილი საპროექტო კომპანია, შპს „მშენსერვისი 2012“-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მან კომპანია სიძეს (შვილის ქმარს), დავით ზედგინიძეს გადასცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მუშაობის პერიოდში ნოდარ ბალახაშვილი როგორც სატენდერო, ასევე, მიღება-ჩაბარების კომისიების წევრი იყო. მისი სიძის კომპანიამ, 2015 წლის აპრილში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი უკონკურენტოდ, ფასთა კლების გარეშე მოიგო ჯამში 2 500 ლარის ოდენობით. ორივე შემთხვევაში ნოდარ ბალახაშვილმა მიუთითა, რომ შპს „მშენსერვისი-2012”-თან ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებოდა. ასევე, ჩაიბარა სიძის კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები.

ნოდარ ბალახაშვილს თანამდებობის დატოვება 2018 წლის თებერვალში, მას შემდეგ მოუხდა, რაც მის მიერ შედგენილი ახალციხის რვა ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების გამო გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. საქმე, 2013 წელს, შპს „რენესანსი 77“-თან 58 000 ლარზე გაფორმებულ პირდაპირ შესყიდვას ეხებოდა. მაშინ ბალახაშვილი შპს „რენესანსი 77”-ში ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა. მან სსკ-ის 220-ე პრიმა, გულგრილობის, მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც წავიდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში თანამდებობის დატოვებიდან მალევე, ნოდარ ბალახაშვილმა სიძისთვის გადაცემული შპს „მშენსერვისი -2012“ უკან დაიბრუნა და ინდივიდუალურ მეწარმედაც დარეგისტრირდა.

თვითმმართველობაში დასაქმებამდე მისი კომპანია საპროექტო და სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობდა, მერიიდან წასვლის შემდეგ კი სოციალური პაკეტების შეძენისთვის გამოცხადებულ ტენდერებშიც ჩაერთო. თუ თანამდებობის დაკავებამდე მას ახალციხის მუნიციპალიტეტთან არცერთი ტენდერი არ ჰქონდა მოგებული, მუნიციპალიტეტში პოზიციის დაკავების შემდეგ ყველა ტენდერი მხოლოდ ახალციხის მერიაში მოიგო. 12 ტენდერიდან ჯამში 70 845 ლარი დაერიცხა. მათგან 10 უკონკურენტოდ მოიგო, ერთი კი - სხვისი დისკვალიფიკაციის ხარჯზე. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით ბალახაშვილს სულ 52 897 ლარი დაერიცხა.

რაც შეეხება პირადაპირ შესყიდვებს, მასთან საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე 9 ხელშეკრულება გაფორმდა, ჯამში, 58 707 ლარზე, აქედან 4 - ახალციხის მერიასთან 31 910 ლარზე.

2018-2020 წლებში, ნოდარ ბალახაშვილმა სულ 21 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 129 552 ლარზე გაუფორმდა. აქედან 16 შესყიდვისთვის ახალციხის მერიიდან 102 755 ლარი დაერიცხა.

თამაზ პეტაშვილი

კიდევ ერთი პირი ვინც, ე.წ. რვა ქუჩის საქმეზე, 2018 წლის დასაწყისში, ნოდარ ბალახაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს, შპს „მესხეთავტოგზას“ დირექტორი და 12% წილის მფლობელი თამაზ პეტაშვილია. „მესხეთავტოგზა“ 2017 წელს, როგორც შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი, ახალციხის ქუჩებში ასფალტს აგებდა. საქმის მასალების მიხედვით, „მესხეთავტოგზამ“ ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დააგო, ანგარიშგებისას კი გაზრდილი მოცულობები დააფიქსირა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სსკ-ის 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს, თამაზ პეტაშვილს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა.

პეტაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან მესამე ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებამდე, 2018-2020 წლებში, შპს „მესხეთავტოგზამ“ 6 ტენდერი მოიგო და 3 055 565 ლარი დაერიცხა. თამაზ პეტაშვილი 33%-იან წილს ფლობს კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიაში, შპს „ოცხეში“, რომელმაც ამავე პერიოდში მოიგო 7 ტენდერი და მიიღო 511 665 ლარი. ჯამში, პეტაშვილის ორივე კომპანიას, სამ წელში, 13 სახელმწიფო შესყიდვით, ხელშეკრულებები 3 567 230 ლარზე გაუფორმდა.

აღსანიშნავია, რომ შპს „მესხეთავტოგზას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 12% წილის მფლობელი გიორგი აღლემაშვილი, 2020 წლის ივლისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა. კომპანიაში საკუთარი წილი აღლემაშვილმა შვილს გადასცა.

დავით ჩაჩანიძე

შპს „რენესანსი 77“-ისა და შპს „ნიუ პროჯეკტის“ მფლობელი და დირექტორი დავით ჩაჩანიძე, 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს. მან სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც დათანხმდა. საქმე 2015 წლის სექტემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტში შპს „ნიუ პროჯეკტის“ მიერ მოგებულ, 86 500 ლარის ღირებულების ტენდერს ეხებოდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

2018-2021 წლებში შპს „ნიუ პროჯეკტმა“ 15 მოგებული ტენდერით 1 765 580 ლარი მიიღო. აქედან 6 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო (446 098 ლარი), 3 კი - კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე (400 750 ლარი). ამავე პერიოდში, დავით ჩაჩანიძის მეორე კომპანიას - შპს „რენესანსი 77”-ს 9 სახელმწიფო შესყიდვით 41 951 ლარი დაერიცხა.

ჯამში, ბიუჯეტის ფულის მითვისებისთვის მსჯავრდებულმა დავით ჩაჩანიძემ, სამ წელში 24 სახელმწიფო შესყიდვით 1 807 531 ლარი მიიღო.

გურამ ფარცახაშვილი

შპს „სამცხე - XXI“-ს 71,6 % წილის მფლობელი და დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, 2014 წლის აპრილში, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს. მას პირველი ინსტანციის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე, ფარცახაშვილთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. საქმე 2013 წლის ივლისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც „სამცხე - XXI“-ს, 54 800 ლარით, ახალციხეში, ასპინძის ქუჩის N28-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.

ფარცახაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან, 2014 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, შპს „სამცხე - XXI“-მ 18 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 1 849 410 ლარზე.

ასევე, 2019 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ოთხი პირდაპირი შესყიდვა გააფორმა ფარცახაშვილის კიდევ ერთმა კომპანიამ - შპს „მშენებელი II“-მა და 88 474 ლარი დაერიცხა. ფარცახაშვილი ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორიც თავადაა.

ჯამში, 33 400 ლარის მითვისებაში მსჯავრდებულმა ფარცახაშვილა, 2014-2021 წლებში 22 სახელმწიფო შესყიდვით, 1 937 884 ლარი მიიღო.

"საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციები:

კორუფციისთვის გასამართლებული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის მიღება ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი და ევროპის საბჭო საქართველოს ურჩევს, შეზღუდოს კორუფციასთან დაკავშირებული პირების სახელწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და ეს შეზღუდვები გავრცელდეს, როგორც კომპანიაზე, ასევე კომპანიის მესაკუთრეებზე.

  • რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ცვლილება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, რომელიც კორუფციაში და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში გამოვლენილ კომპანიებს და მის მესაკუთრეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას შეუზღუდავს მინიმუმ იმ ვადით, სანამ მათი ნასამართლეობა არ გაქარწყლდება.
  • სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ, ისეთი კომპანიის ქვეკონტრაქტორად გამოყენება, რომელთა მფლობელებიც კორუფციაში ან თაღლითობაში იყვნენ მხილებული.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 17 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 16 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 24 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 10 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8988
EUR
EUR
1
2.8583
RUB
RUB
100
2.8498
TRY
TRY
1
0.0825
USD
USD
1
2.6788
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobetmariobetmariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterbetturkey girişbetturkey twittermariobetcasibomdeneme bonusu veren sitelerbycasinobycasinostarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet dinamobet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000elf barCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/piabellacasinoimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinpiabellacasinonakitbahiscasibommeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale hava durumusigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetcasibomlunabetcasibomcasibominstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişonwinonwingrandpashabet+18 filmvbetbetkomholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10betebetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoportobetonwinsekabetMatadorbetjojobetcasibomcasibomcasibomcasibomcasibomholiganbetcasibomcasibomyouwincasibomcasibomcasibomDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetbetmatikBetmatikmarsbahis7slotsbets10alanya travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetsekabetThesakultahodeonbethiltonbetbelugabahismeritkingmarsbahismarsbahisbetvoleCratosroyalbetzbahisSahabet GirişhiltonbetgrandpashabetjojobetmarsbahissahabetjojobetsuperbetinmarsbahismariobetYouwinHepsibahisYouwin GirişHepsibahis Girisdinamobet girişhttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharingonwinimajbetmarsbahisCasibommariobetbahsegelsavoybettingmariobetmariobetgrandpashabetmariobetmariobetmariobetmariobetmariobetmariobetmatbetartemisbetTarafbetpusulabet girişbetpark girişbetmatik twitterbaywin günceltümbetbetine