პოლიტიკა
ბელგიამ საქართველოსთან და კიდევ 23 ქვეყანასთან საზღვარი ჩაკეტა
ბელგიამ 24 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საზღვრები ჩაუკეტა.

სიაში მოხვედრილი ქვეყნებიდან ტურისტები ბელგიაში სამოგზაუროდ ვერ შევლენ. მიზეზი ქვეყნებში კორონავირუსის ახალი, დელტა შტამის ვარიანტის გავრცელებაა. სიაში მოხვედრილი ქვეყნები ბელგიამ ყველაზე მაღალი რისკის ზონად მიიჩნია.

აპრილის ბოლოს ბელგიამ საზღვარი ჩაუკეტა ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას.
Print