პოლიტიკა
ერთი დეპუტატის პროტესტი - უმრავლესობის წევრი მერის ინიცირებულ საკითხებს მხარს არ უჭერს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხზე იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების საპრივატიზაციოდ გატანას.

დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ, რომელიც საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ შევიდა, მხარი არც ერთ საკითხს დაუჭირა. ის ბოიკოტს უცხადებს ყველა საკითხს, რომელიც მერის მიერ არის ინიცირებული. გოგოლაძე ითხოვს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისმა ორგანოებმა დროული რეაგირება მოახდინონ.

Print