პოლიტიკა
აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ
პარლამენტში ხმაურია. მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, მათ შორის არიან ვატო წერეთელი და ვახო სანაია.

მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც. შეჭრილებმა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს, თავმჯდომარის ტრიბუნიდან კი საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა იყო ჩანიშნული.
Print