პოლიტიკა
არ მახსოვს, ბოლო 10 წელში ვინმეს ავტონომია მოეთხოვოს - ედუარდ აივაზიანი რუსეთის ანგარიშზე
რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებს საკუთარ ენას უზღუდავენ და არ აძლევენ ფართო ავტონომიის მიღების შესაძლებლობას.

სერგეი ლავროვის უწყებაში დაწერილი ანგარიში რომ პირდაპირ არის მიმართული საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, კარგად ესმით როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მათი თქმით, დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაცია რუსული პროპაგანდა, დემაგოგია და აგრესიაა, რომელსაც ფედერაცია პერიოდულად ავრცელებს.

,,სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორის ედუარდ აივაზიანის თქმით, რუსეთში არსებული მდგომარეობის ფონზე, მათ არ აქვთ უფლება მსგავსი განცხადება გაავრცელონ.

„თვითონ უნდა ჰქონდეს უმცირესობათა უფლებები განვითარებული, რომ სხვა ქვეყნებზე ისაუბროს. მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ვვარაუდობდით, რომ რუსეთი მსგავსი განცხადებების გავრცელებას დაიწყებდა“, – ამბობს ედუარდ აივაზიანი.

გარდა ამისა, ცენტის დირექტორი სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. „ავტონომიის მოთხოვნა ბოლო 10 წელია საქართველოში აღარავის უხსენებია“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში 8 ივლისს გამოაქვეყნა. ოკუპანტების დოკუმენტი საქართველოში, უკრაინისა და ბალტიისპირა ქვეყნებში ეთნიკური შუღლის მიზანმიმართულ კომპონენტებს შეიცავს.


Print