პოლიტიკა
შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმში მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტი იქნება და ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნით აღნიშნული შეთანხმება ირღვევა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ელიან, რომ შარლ მიშელს ძალიან მკაცრი გზავნილები ექნება ხელისუფლების მიმართ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირველი აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ვიზიტის ფარგლებში მიშელი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.
Print