პოლიტიკა
მერობის კანდიდატებს მმართველი პარტია კვირის ბოლომდე წარადგენს
ქართულმა ოცნებამ, მერობის კანდიდატი თბილისის მერე ახალქალაქში წარადგინა. მელქონ მაკარიანი ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი და ტერიტორიულ დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრია.

კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და პარლამენტში ასე პარტიული სიით შესული დეპუტატი, სუმბატ კიურეღიანი ესწრებოდნენ.

ქართული მერობის კანდიდატი ორი მოწვევის საკრებულოს წვერია. თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარადგენენ.

„მერობის ყველა კანდიდატს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარვადგენთ, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს მომავალში. სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სიებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
Print