პოლიტიკა
რის საფუძველზე გაიზარდა 1 მლნ 58 400 ლარით ახალციხის ბიუჯეტი?
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სადაც დღეს რიგით მერვე სხდომა გაიმართა, ექვსი საკითხი განიხილა. დეპუტატებმა ძირითადად ბიუჯეტის ცვლილებასა და აიპებისთვის თანხის გაზრდაზე იმსჯელეს.

ფინანსთა სამინისტროს წერილის საფუძველზე ახალციხის ბიუჯეტი 1 მლნ 58 400 ლარით გაიზარდა. კანონის მიხედვით, ცვლილება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს, რადგან კამპანიის პერიოდში ფინანსური დოკუმენტი ვეღარ შეიცვლება.

ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა. საბოლოოდ, ახალციხის ციხის ბიუჯეტი 533 ათას ლარამდე, ხოლო დასუფთავების 1 მლნ 590 ათას ლარამდე გაიზარდა.

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის გელა ლომიძის განცხადებით, იმის გამო, რომ მერიის სამსახური სრულად დაკომპლექტებული არ არის, ეკონომიით დაგროვილი თანხა მთლიანადა ინფრასტრუქტურის ნაწილში გადავიდა.

Print