პოლიტიკა
არ იმოგზაუროთ საქართველოში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებას 4 მიზეზით მოუწოდებს:
კრიმინალი - ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ არეალებში არსებობს ფართოდ გავრცელებული ან ორგანიზებული კრიმინალი, რომლის წინააღმდეგ სამართალდამცავებს შეიძლება რეაგირების შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდეთ;
სამოქალაქო არეულობა - პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, რელიგიურმა და/ან ეთნიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა, სერიოზული შეფერხებები და/ან უსაფრთხოების რისკები;
ჯანდაცვა - ჯანმრთელობის რისკები არსებობს, მათ შორის, მიმდინარე გავრცელებული დაავადებები ან კრიზისი, რომელიც აფერხებს ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურას;
სხვა - არსებობს სხვა პოტენციური რისკებიც, რომლებიც არ შედის ჩამოთვლილ მაჩვენებლებში.
გააზიარეთ :