პოლიტიკა
მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები რამდენადაც მზად არის ქართული მხარე – რუსეთის საგარეო უწყება
ევროკომისიის სპეციალურ ანგარშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა დაასრულოს უზენაესი სასამართლოს რეფორმა და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა სრულად შეუსაბამოს ევროპულ სტანდარტებს. დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის ნათქვამი კორუფციის მაღალი დონისა და პროკურატურის რეფომირების აუცილებლობაზე.

ევროკომისიის ანგარიშის პარალელურად განცხადებას აკეთებს რუსეთის დიპლომატიური უწყება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, დაალაგოს საქართველოსთან ურთიერთობები.

,,ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის [იმ დონეზე], რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით, რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის" - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალეკსანდრ ბიკანტოვი.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბიკანტოვმა ეს განცხადება, ბრიფინგზე, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.



Print