პოლიტიკა
ლიეტუვის ელჩი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რწმუნებულმა და ელჩმა განიხილეს ლიეტუვა-საქართველოს თანამშრომლობის და ახლო მეგობრობის საკითხები.

საუბარი შეეხო კულტურული თანამშრომლობის საკითხებს საელჩოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონს შორის.

შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე და ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ.
Print