პოლიტიკა
ბორჯომის მერს უფლებამოსილება შეუწყდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ზაალიშვილს უფლებამოსილება შეუწყდა. ის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

ახალი მერის არჩევამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირის მოვალეობას, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე შეასრულებს.

დავით ზაალიშვილი ბორჯომის მერის მოვალეობას 2020 წლის მარტიდან ასრულებს, მას შემდეგ როცა ბორჯომის ყოფილი მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

borjomi.tv
Print