პოლიტიკა
საკრებულოს საქმიანობა ხალხმა უნდა შეაფასოს - რას ამბობენ დეპუტატები "გამჭვირვალობის" კვლევაზე
დეპუტატების მიერ გაცდენილი საკრებულოს სხდომები, მერიის ფორმალური კონტროლი და ფრაქციები ინიციატივების გარეშე - ახალციხის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. კვლევის მიხედვით, ახალციხის 33 დეპუტატიდან 21 საკრებულოს არცერთ სხდომაზე არ გამოსულა სიტყვით. მათ არც აზრი გამოუთქვამთ და არც მოხსენების უფლებით უსარგებლიათ. როგორ ასრულებს თვითმმართველობა მუშაობის ოთხ წელს - დეტალები სიუჟეტში.

Print