პოლიტიკა
აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარი გამოიყოფა - პრემიერი
საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერს ობსერვატორიაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრებს ადგილს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც სამინისტრო მიიღებს შესაბამის პროექტს, ობსერვატორიის ცენტრალურ ტელესკოპსა და ციფრულ მუზეუმს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მოხდება მისი აღჭურვა.

„2020 წელს ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ორივე ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები. აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 47 მილიონი ლარია,აქტიურად მიმდინარეობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის 11.6 მილიონი ლარის დაფინანსებით, დაიწყო კურორტზე სახიდე გადასასვლელის, ავტოსადგურისა და პარკინგის მშენებლობა. ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

სულ, აბასთუმნის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 315 108 232 ლარი. აქედან, უკვე დასრულდა 49 528 948 ლარის სამუშაოები“
, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ბაღდათი- აბასთუმნის, აბასთუმნის შემოვლითი გზის და აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების რეაბილიტაციის შესახებ. მას ასევე გააცნეს აბასთუმანში მშენებარე და დაგეგმილი სასტუმროების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მშენებლობასაც სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფები ახორციელებენ და ჯამში აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 442 მილიონ ლარამდეა.

მარიოტის საერთაშორისო ქსელის მაღალი კლასის „Autograph Collection“-ის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს "პარაგრაფ აბასთუმნის" მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 150 მლნ ლარია. სასტუმროს მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია სასტუმროების მშენებლობა:

"რუმსი", რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 43 მილიონი ლარია,

"ვარძია," რომლის ჯამური ღირებულება 36 მილიონი ლარია,

,,ეიკონ აბასთუმანი", რომლის ღირებულება 5 მილიონი ლარია,

"როიალ აბასთუმანი", რომლის ღირებულება 6,5 მილიონი ლარია,

"აღობილი", რომლის ღირებულება 140 მილიონი ლარია და "იმპერიალი", რომლის ღირებულება 25 მილიონი ლარია.

ასევე დაგეგმილია აბასთუმნის ისტორიული აბანოს რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება დაახლოებით 36 მილიონი ლარია.

აბასთუმნის ობსერვატორიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები- ანტონ ობოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

ვიდეოს ფეისბუქგვერდი - საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 18 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 24 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8002
EUR
EUR
1
2.8387
RUB
RUB
100
2.8423
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6710
კალენდარი
«« აპრილი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibom girişcasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum marsbahis marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişsalt likityouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqostarafbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomsekabetkavbetbettiltjojobethttps://iaknambon.ac.id/media/agenda/default/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetsafirbetjojobetkralbetsafirbetsafirbetsafirbetholiganbetsafirbetsekabetsafirbetonwinsafirbetbetebetSahabetsafirbetsafirbetmatadorbetsafirbetgrandpashabetsafirbetnakitbahiscratosslotsafirbetpiabellacasinosafirbetmeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetsekabetjojobetgalabetnakitbahismeritkingbettiltsafirbetimajbetjojobetjojobetsafirbetmatbetsafirbetdinamobetsafirbetsafirbetcasibomsafirbetmobilbahissafirbetjojobetbettiltimajbetgalabetmatbetcasibom girişbettiltonwinqueenbetbetvoletumbettümbetbaywin girişbaywinpiabellaholiganbetinterbahiskingbettingromabetcasibomtempobetpiabet