პოლიტიკა
თეა წულუკიანმა თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს - ხოჯევანიშვილი
გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო.

როგორც ხოჯევანიშვილმა ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარული მასალების გავრცელების საქმეზე გამოძიება დაწყებულია და „ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმასაც, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი“. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით კი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ში „ფარულ ოპერატიულ საქმიანობას“ კურირებდა.

Print