პოლიტიკა
ახალციხის კულტურული სტრატეგიის შემუშავებისთვის მერიამ გრანტი მიიღო
ახალციხის ბიუჯეტში რიგით მეექვსე ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტმა მერიასა და გოეთეს ინსტიტუტის საქართველოს ფილიალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თვითმმართველობას ათასი ევრო გადაეცა. 3 642 ლარიანი გრანტი კულტურული სტრატეგიის შემუშავებას მოხმარდება. თანხის ბიუჯეტში ასახვას დეპუტატებმა მხარი სხდომაზე დაუჭირეს. ეს იყო საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ერთადერთი საკითხი.

კონკურსის პირველი ეტაპი საქართველოში ხუთმა მუნიციპალიტეტმა გადალახა, მათ შორის ახალციხემ. ხუთივე მათგანს ათასი ევრო სტრატეგიაზე სამუშაოდ გადაეცა. მეორე ეტაპის წარმატებით გავლის და სამეულში მოხვედრის შემთხვევაში, ახალციხეს 30 000 ევრო პროექტების განსახორციელებლად გადაეცემა. საბოლოო გამარჯვებულისთვის კი 300 ათასი ევროა გათვალისწინებული.


Print