პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ახალციხეში შტაბის უფროსებსა და მერობის კანდიდატებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალციხეში, სამცხე - ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებსა და შტაბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

,,განვიხილეთ საარჩევნო საკითხები, სამზადისი არჩევნებამდე. რეგიონში ძალიან კარგი ვითარებაა, დარწმუნებულნი ვართ, სამცხე-ჯავახეთშიც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედიასთან კომენტარი ახალციხის მერობის კანდიდატმაც გააკეთა. ირაკლი ლაზარშვილის თქმით, სამუშაო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად არჩევნებამდე დარჩენილი სამუშაოების დეტალებზე ისაუბრეს. 

,,განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, რაც შეეხება რა არის გასაკეთებელი, ესენია: მუნიციპალური სატრანსპორტო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, 24 საათიანი წყალმომარაგება მუნიციპალიტეტს, უფრო მეტი თანამშრომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან სარწყავი სისტემის მოსაწესრიგებლად, შიდა გზები და სხვა" - აღნიშნა ახალციხის მერობის კანდიდატმა.

Print