პოლიტიკა
ასპინძაში "ოცნება" ლიდერობს, რომელ უბანზე გაიმარჯვა ოპოზიციამ?
ასპინძის მუნიციპალიტეტში, 24-ვე საარჩევნო უბნის მონაცემი დათვლილია. ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, 23 უბანზე მმართველი პარტია ლიდერობს, ოპოზიციამ მხოლოდ ერთ უბანზე გაიმარჯვა.
სოფელ ნაქალაქევში, მეცხრე უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 143 ხმა მიიღო (43.2%), "ქართულმა ოცნებამ" კი 119 ხმა (35.95%).
ასპინძის მუნიციპალიტეტში პოლიტიკურ პარტიებზე ხმები ასე გადანაწილდა:
- "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 116 ხმა (1.72%)
- "ევროპული საქართველო" - 229 ხმა (3.39%)
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1 660 ხმა (24.6%)
- "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 129 ხმა (1.91%)
- "ლელო" - 214 ხმა (3.17%)
- "ლეიბორისტული პარტია" - 71 ხმა (1.05%)
- "გახარია საქართველოსთვის" - 151 ხმა (2.24%)
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 44 ხმა (0.65%)
- "ქართული ოცნება" - 4 133 ხმა (61.26%)
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი გიორგაძემ 31.83% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა როსტომ მაგრაქველიძემ კი - 68.17%.
გააზიარეთ :