პოლიტიკა
ასპინძაში "ოცნება" ლიდერობს, რომელ უბანზე გაიმარჯვა ოპოზიციამ?
ასპინძის მუნიციპალიტეტში, 24-ვე საარჩევნო უბნის მონაცემი დათვლილია. ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, 23 უბანზე მმართველი პარტია ლიდერობს, ოპოზიციამ მხოლოდ ერთ უბანზე გაიმარჯვა. 

სოფელ ნაქალაქევში, მეცხრე უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 143 ხმა მიიღო (43.2%), "ქართულმა ოცნებამ" კი 119 ხმა (35.95%). 

ასპინძის მუნიციპალიტეტში პოლიტიკურ პარტიებზე ხმები ასე გადანაწილდა:

  • "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 116 ხმა (1.72%)
  • "ევროპული საქართველო" - 229 ხმა (3.39%)
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1 660 ხმა (24.6%)
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 129 ხმა (1.91%)
  • "ლელო" - 214 ხმა (3.17%)
  • "ლეიბორისტული პარტია" - 71 ხმა (1.05%)
  • "გახარია საქართველოსთვის" - 151 ხმა (2.24%)
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 44 ხმა (0.65%)
  • "ქართული ოცნება" - 4 133 ხმა (61.26%)

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი გიორგაძემ 31.83% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა როსტომ მაგრაქველიძემ კი - 68.17%.
Print