პოლიტიკა
არავის გათავისუფლებას ვაპირებ, მაგრამ ბევრი თვითონ გახდება იძულებული, რომ წავიდეს - გოჩა ქიმაძე
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მერობის კანდიდატი მერის პოსტიდან ბევრი საკითხის შეცვლას აპირებს. ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, მაგრამ სამსახურში ზარმაც ადამიანს ვერ გააჩერებს.

ის ტემპი და ანაზღაურება, როგორც ამჟამად მუნიციპალიტეტში მუშაობენ, ვერ გაგრძელდება.

,,მე მოვთხოვ ყველა ჩემ თანამშრომელს იმუშავოს ისე, როგორც ვიმუშავებ მე. მე პირადად არავის გათავისუფლებას ვაპირებ, მაგრამ როგორც ვხედავ, თუ ასე გააგრძელებენ, მე არავის შეურაცხყოფას ვაპირებ, ძალიან ბევრი თვითონ გახდება იძულებული, რომ წავიდეს“ - აცხადებს გოჩა ქიმაძე. 

ადიგენის მუნიციპალიტეტში 19 უბანი იყო გახსნილი. წინასწარი შედეგებით, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოჩა ქიმაძემ მოიპოვა. ადიგენის N38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა მაჭარაშვილის განმარტებით, კენჭისყრის დღეს ადიგენის უბნებზე საჩივრები არ დაწერილა. არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 67.8%–მა მიიღო.

Print