პოლიტიკა
ახალციხის საკრებულომ შემაჯამებელი სხდომა გამართა
დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ გახსნა. მან განვლილი ოთხი წლის მუშაობა შეაჯამა, იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც საკრებულოს მხარდაჭერით ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, კოლეგებს კი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს გვქონდა შემაჯამებელი, მე–12 სხდომა. ვფიქრობ, რომ 2014 წლიდან, ძირითადი ხერხემალი იმ პრობლემებისა, რაც იყო მუნიციპალიტეტში, გატეხილია. საკრებულოს მუშაობაზე, აზრიანი და გონივრული კრიტიკა მისაღებია, რომლის გათვალისწინება შეიძლება. ის შენიშვნები, რაც გვქონია, თუნდაც აუდიტის სამსახურის– ეს ყველაფერი აღმოფხვრილია და გამოსწორებულია“,– განმარტა გელა ნოზაძემ.

დღესვე საკრებულოს წევრებმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები წარდგინეს.

სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ლომიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს 2021 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი 2020 წლის 14 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს.
Print