პოლიტიკა
თბილისში დაგეგმილ აქციას სამცხე ჯავახეთიდანაც შეუერთდებიან
თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ. ათასამდე ადგილობრივი ახალციხიდან, ასპინძიდან, ადიგენიდან და ბორჯომიდან დედაქალაქში ერთი მოთხოვნით გაემგზავრა - მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთავის ციხესთან გადასვლას და გრძელვადიანი პროტესტის დაწყებას აპირებს.

ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ აქციები იქნება წინააღმდეგობრივი, მათ შორის გადაკეტავენ გზებს და მოახდენენ საჯარო დაწესებულებების პიკეტირებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 37-ე დღეა შიმშილობს.

Print