პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა.

საინფორმაციო სააგენტო kvira.ge -ს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მოქალაქეების საჭიროებების დროულად და ეფექტურად გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა მერებს პირადი და ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ინიციატივები განიხილეს. 
Print