პოლიტიკა
უკრაინის საზღვართან 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული - უკრაინის პრეზიდენტი
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსული ჯარების აქტიური მოძრაობის შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლეთის ქვეყნებმა მიაწოდეს.

,,იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიო ახლა ნათლად დაინახავს, ვის სურს მშვიდობა და ვინ აგროვებს 100 000 ჯარისკაცს ჩვენს საზღვარზე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ოთხშაბათს, საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მედია წერს, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის გადაადგილებამ შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. მოსკოვმა კი მსგავსი ინტერპრეტაციები უარყო და ნატოს ტრანსატლანტიკური ალიანსის მიერ რეგიონში აქტიურობის ზრდასთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა.
Print