პოლიტიკა
საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. პარალელურად, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, რომ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარადგინონ, რომელსაც საკრებულო და მერია განიხილავს და შესაძლოა, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მოხვდეს.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 25 ნოემბერია, ამის შემდეგ, პროექტს საკრებულო მერიას შენიშვნებთან ერთად გადაუგზავნის. მერიას კი მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციების ასახვისთვის, ვადა 10 დეკემბრამდე აქვს. უკან დაბრუნების შემდეგ კი დეპუტატები მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ.


Print