პოლიტიკა
დედაქალაქში გამართულ აქციას ახალციხელი მხარდამჭერებიც უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სამცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან. სხვადასხვა რეგიონიდან ისინი დედაქალაქში ძირითადად ავტოკოლონებით გაემართებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში წასასვლელად ემზადებიან. როგორც ახალციხის ოფისის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი აცხადებს, ქართველი ერი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას არ შეეგუება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
Print