პოლიტიკა
ახალციხეში რვა პროექტისთვის რეგფონდმა 3,5 მლნ ლარი გამოყო
2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 3 287 856 ლარს მიიღებს.

ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 173 045 ლარი დაემატება და რვა პროექტი დაფინანსდება. ესენია:

სოფელ ტყემლანასთან მისასვლელი გზა, თისელის საავტომობილო გზა, წნისის შიდა საავტმობილო გზა, წყრუთი-წირას დამაკავშირებელი გზა, ქალაქ ახალციხეში საფარის ქუჩის რეაბილიტაცია, სოფელ მუგარეთის სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქ ახალციხეში ე.წ. „მლაშიხევის“(დავითი და კონსტანტინეს ქუჩიდან, გვარამაძის ქუჩამდე) სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, 9 აპრილის ქუჩაზე ორი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.

პროექტები და ბიუჯეტი საკრებულომ წლის ბოლო, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.

ამის გარდა, დეპუტატებმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფის“ გრანტის მიღებასაც დაუჭირეს მხარი. 12 900 ლარი ქალთა ოთახის მოწყობას, ტექნიკით და ავეჯით აღჭურვას.


Print