პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები სამცხე-ჯავახეთში, პარტიის ქალ წევრებს შეხვდნენ
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნება" პარტიის ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს. ამ მიზნით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები სამცხე-ჯავახეთის მხარეში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.

ღონისძიება ბორჯომში გაიმართა და მას ქალები რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ. ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. ასევე, შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 1 თვეში გაიმართება ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, სადაც აირჩევენ რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გამგეობის წევრებს.

მათი მიზანია თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე უფრო მეტი ქალი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი.

Print