სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
24 თებერვალს ახალციხეში, შეხვედრა დაგეგმილია ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. 25 თებერვალს კი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ვიზიტის დეტალები ზუსტდება, თუმცა გვიდასტურებენ, რომ რეგიონში შეხვედრები ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შედგება.