პოლიტიკა
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაერთიანებაზე პირველი ოფიციალური ჩანაწერი გაკეთდა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ინფორმაციით, ევროკავშირის მსხვილმა ფრაქციამ "ალდე" ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი შეეხება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას.

"დღეს რამდენიმე საათის წინ შედგა ალდეს ლიდერების სამიტი. მიღებული იქნა მაღალი დონის რეზოლუცია და პირველად, ასეთი დონის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში დაჩქარებული წევრობის შესახებ",- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ გამართულ ბრიფინგზე.

დეპუტატების ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტი ცოტა ხანში გამოქვეყნდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს, სპეციალური პროცედურებით, უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით უკვე მიმართა.

Print