პოლიტიკა
აჭარას შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მიბაძოს და გამოეყოს საქართველოს – ანდრეი კლიმოვი
აჭარას შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს მიბაძოს და დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცესი. ეს მოსაზრება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა გამოთქვა.

სენატორი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ქვეყანა მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებში და გამოთქვა რწმენა, რომ ეს გაკეთდა “სამხრეთ ოსეთის ბოლო წინადადებების საპასუხოდ, გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი”.

„არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი მოვლენების ფონზე, აჭარამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს მიბაძოს და საქართველოდან გამოყოფის პროცესი დაიწყოს. ისტორიული, რელიგიური და გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით, ადვილი გასაგებია, რომ თურქეთი ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა სენატორმა.

კლიმოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, „დაისჯება ქართველ ხალხის მიერ“.

„მინიმუმამდე დაიწევს შემოსავლები რუსეთთან ვაჭრობიდან, ასევე რუსეთიდან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდება. ქართული საქონლის ადგილს რუსეთში სხვები დაიკავებენ. რუსი ტურისტების ნაკადი აშკარად ჩამოიშლება.

ამ პატარა მთიანი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული გახდება“, –
აღნიშნა მან და დასძინა, რომ პასუხისმგებლობა „უგუნურ“ ქმედებებზე საკუთარი მოსახლეობის მიმართ დაეკისრება საქართველოს ხელმძღვანელობას.


Print