პოლიტიკა
პუტინი ომის დამნაშავეა - გაეცით მისი დაკავების ორდერი - ჰააგის სასამართლოს ყოფილი პროკურორი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორი, კარლა დელ პონტე ყოფილ კოლეგებს მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცენ.

კარლა დელ პონტეს განცხადებით, "პუტინი ომის დამნაშავეა" და მას ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ყოფილი პროკურორი ასევე განმარტავს, რომ დაკავების ორდერის გაცემა „არის ერთადერთი არსებული ინსტრუმენტი ომის დამნაშავეების დასაკავებლად და ტრიბუნალის წინაშე წარსადგენად", - აღნიშნა დელ პონტემ.

ამასთან, მისი განმარტებით, ორდერის გაცემა არ ნიშნავს, რომ მას დააპატიმრებენ: თუ ის რუსეთში დარჩება, ეს არასოდეს მოხდება. თუმცა, ის ქვეყანას ვერ დატოვებს და ეს უკვე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, რომ მის წინააღმდეგ არიან“, - განაცხადა ჰააგის სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა.
Print