პოლიტიკა
,,რუსეთის ჯავახკური დიასპორა" პარტიოტთა ალიანსთან ერთად რუსეთში შეხვედრებს მართავს
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე პოლიტიკური პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად რუსეთში ვიზიტს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბჭო ავრცელებს.

რუსეთის ფედერალური საბჭოს მიხედვით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს “საქართველოს პატიორთა ალიანსის” მოღვაწეობის შესახებ ინფორამცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პარტია საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს. თარხან-მოურავმა საქართველო-რუსეთის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარების სურვილიც გამოთქვა.
შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე “პატრიოტთა ალიანსს” ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი წარმოადგენდნენ. მათგან ერთად შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტი აგასი არაბიანიც ესწრებოდა.
აგასი არაბიანმა რუსეთში “პატრიოტთა ალიანსისის” ვიზიტთან დაკავშირებით ტვიტერზე 5 აპრილს პოსტიც გამოაქვეყნა. პოსტში ვკითხულობთ:

,,მეგობრებო! როგორც შეგატყობინეთ – სტუმრები გვყავს საქართველოდან. მათი თხოვნით, 4 აპრილს ოფიციალური შეხვედრა დავაორგანიზეთ რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოში. შეხვედრის მიზანი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება…რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენა…საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება”.
არაბიანი 2019 წელს საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. არაბიანი ე.წ. “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარს აქტიურად უჭერს და მათ დე-ფაქტო ლიდერებს არჩევენებში გამარჯვებას ულოცავს.


მითების დეტექტორის ცნობით, 2012 წლის აპრილში არაბიანმა განაცხადა ისიც, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე გახდებოდა, მისი ორგანიზაცია იძულებული გახდებოდა, მოსახლეობისთვის გამოყოფისკენ მოეწოდებინათ. 
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული კანონის საფუძველზე რუსეთის ფედერაცია ოკუპანტ ქვეყნად საკანონმდებლო დონეზეა აღიარებული.

წყარო: მითების დეტექტორი
Print