პოლიტიკა
11 აპრილს, საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს მიიღებს
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს. ამის შესახებ ის “ტვიტერზე” წერს.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ განაცხადი ოფიციალურად 3 მარტს შეიტანა.
ასევე ნახეთ:

Print