პოლიტიკა
ახალქალაქს იაპონიის ელჩი სტუმრობს
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა და იაპონიის საელჩოს თანამშრომლები ახალქალაქს სტუმრობენ. დელეგაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სამველ მანუკიანს შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა კულტურული საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ეფექტურობაზე, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 56 000 დოლარის ღირებულების ნარჩენების შემგროვებელი მანქანა შეიძინა. ახალი მანქანა ნარჩენების დროულ გატანას მუნიციპალიტეტის 9 სოფლიდან უზრუნველყოფს.ოფიციალური შეხვედრის გარდა, იპონიის ელჩმა ასევე მოინახულა ქალაქის სომხური და ქართული ეკლესიები, ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

იაპონიის დელეგაციის ვიზიტი ახალქალაქში 27 აპრილს დაიწყო. მათ შეხვედრები გამართეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
Print