პოლიტიკა
ახალციხის მერია ორ ა(ა)იპ-ს აერთიანებს

ახალციხის მერია ორ, ერთმანეთის მსგავს ა(ა)იპ-ს აერთიანებს. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის“ და “კომპლექსური სასპორტო სკოლის“ შერწყმის შედეგად, შეიქმნება ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება“. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, თვითმმართველობამ გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის შენიშვნა და მსგავსი ფუნქციის ორგანიზაციები გააერთიანა. ირაკლი ლაზარაშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ შემცირდება ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი და მოუწევთ თუ არა რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების გათავისუფლება.

ამ საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს მეოთხე სხდომაზე დაუჭირეს. ამის გარდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. საკრებულომ 10 000 ლარის გამოყოფა სხდომათა დარბაზში კონდიცირების სისტემის მოსაწყობად მოითხოვა.
Print