პოლიტიკა
სააკაშვილის სამედიცინო კვლევები, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის სამედიცინო კვლევები, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება.

როგორც ყიფშიძე განმარტავს, დღის განმავლობაში ორ კვლევაზე მეტი ვერ კეთდება, ვინაიდან აღნიშნულის საშუალებას ხანდახან, პაციენტის მდგომარეობა ვერ იძლევა.

„ვერ გეტყვით, როდის დასრულდება კვლევები. კვლევები დღესაც კეთდება, ხვალაც და როდის დამთავრდება, ვერ გეტყვით. ყოველდღე 2 კვლევის მეტი გაკეთება უკუჩვენებას იწვევს, გააჩნია ავადმყოფის მდგომარეობას. არის კვლევები, რომლის ორის ერთად გაკეთებაც არ შეიძლება, ამიტომ ვერ გეტყვით, როდის დამთავრდება. ჩემი აზრით, ხვალ უნდა იყოს დასრულებული, მაგრამ ვნახოთ“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ის კლინიკა „ვივა მედიში“, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტია მოთავსებული, დღეს მივა, თუმცა, ვერ აკონკრეტებს ზუსტ დროს.
Print