პოლიტიკა
ლიეტუვის ელჩმა ახალქალაქში შეხვედრები გამართა
დღეს, 6 ივნისს, ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ახალქალაქს ესტუმრა. ლიეტუვის დელეგაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ საზოგადოებას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კომუნიკაციის საკითხებში, თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს და აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს. ლიტვის ელჩის ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ვიზიტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.

„ჩვენს დელეგაციას შევთავაზე, რომ წავსულიყავით ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ქვეყნის ყველა რეგიონს. სახელმწიფოს მშენებლობაში ყველა მონაწილეობს, განურჩევლად ასაკისა, რელიგიისა და ეროვნებისა. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ ვართ ელჩები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. შეხვედრებით ვცდილობთ გავარკვიოთ, რა სახის დახმარება შეგვიძლია“, - განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

ლიეტუვის დელეგაცია ახალქალაქის შემდეგ ვიზიტს მარნეულში გეგმავს.

წყარო: jnews
Print