პოლიტიკა
"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ბიძინა ყველაფრისთვის!" - ზურა ხაჩიძე
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე ფეისბუქ პოსტით ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება. იგი ივანიშვილს მადლობას უხდის.

"ამ ადამიანის სიკეთეს თუ ვერ ხედავ რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის შენი ადგილი ჩემს მეგობრებში არ არის!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ბიძინა ყველაფრისთვის!

"უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია"
- წერს გუბერნატორის მოადგილე.

კიდევ ერთი პოსტით ზურა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოთვის ქველმოქმედების სახით განხორციელებული პროექტების არასრული სია გამოქვეყნა და აღნიშნა, რომ "ჯამში ქველმოქმედებისათვის გაიღო 3 მილიარდ დოლარზე მეტი და ახლაც აგრძელებს ქველმოქმედებას".

ჩამოთვლილ პროექტებს შორის ვკითხულობთ, რომ ივანიშვილმა ბაკურიანის საბაგირო გზის, კინოთეატრისა და ხელოვნების სახლების რეაბილიტაცია უზრუნველყო.
Print