პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, გურკელი, ტყემლანა, წინუბანი, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 12:15 საათამდე და 16:45-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომისი მუნიციპალიტეტის სოფლებში რველი, ყვიბისი, ახალდაბა, ქვაბისხევი, ბაკურიანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეშეთი, კორტანეთი, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Print